რეგისტრაციის წესები

პერსონალური მონაცემების დამუშავება - ონლაინ რეგისტრაციის ფორმის შევსების შემდეგ, თქვენი მოწოდებული მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელ-ფოსტა, ფაკულტეტი, სექცია, თეზისი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) დამუშავდება მხოლოდ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ, სტუდენტური კონფერენციის ორგანიზებისა და ჩატარების მიზნით.

თქვენი მონაცემები გამოიყენება მხოლოდ რეგისტრაციის, მონაწილეობის დადასტურებისა და საჭირო კომუნიკაციისათვის. მონაცემების დამუშავება ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

რეგისტრაციის დასრულებისა და კონფერენციის დასრულების შემდეგ, მონაცემები ინახება კანონით დადგენილი ვადით.

ნამუშევრის გაფორმების წესები

თეზისის წარმოსადგნად თქვენ უნდა შეავსოთ სპეციალური შაბლონი, დოკუმენტის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ გვერდს. ტექსტის ზომა - 12 pt, ტექსტის ფონტი - Sylfaen, სტრიქონებს შორის დაშორება: 1, ზედა საზღვარი: 3 სმ., ქვედა საზღვარი: 2 სმ., მარჯვენა საზღვარი: 2 სმ., მარცხენა საზღვარი: 2.5 სმ.

შენიშვნა: თანაავტორობით შესრულებული ნაშრომების დროს მონაწილეების ცალ-ცალკე რეგისტრაცია საჭირო არაა.

რეგისტრაცია დასრულებულია.